ოზურგეთის მერის პოსტზე დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს კოტე შარაშენიძე იყრის

893

ოზურგეთის მერის პოსტზე დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს კოტე შარაშენიძე იყრის. საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება, რაც არსებული კანონმდებლობით, დამოუკიდებელი კანდიდატის დასარეგისტრირებლად აუცილებელია.
2012-2014 წელს კოტე შარაშენიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
ამ ეტაპზე კოტე შარაშენიძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი