შოთა მურღულია ქუთაისის მერობის კანდიდატების წარდგენას ქალაქის მერის სტატუსით დაესწრება

856

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ მერობის პირველ ვადაში ყველაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. თუმცა, ძირითადი პროექტები რომელზეც საუბრობდა, დაწყებულია და მალე დასრულდება. მურღულიამ აქვე განაცხადა, რომ 25 აგვისტოს ქუთაისში მერობის კანდიდატების წარდგენას, დაესწრება როგორც ქუთაისის მერი.

“25 აგვისტოს “ქართული ოცნების” კანდიდატთა წარდგენაზე მეც ვიქნები როგორც ქუთაისის მერი. დანარჩენს დაელოდეთ. მე ბევრჯერ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ჩემი მისიის დიდი ნაწილი შევასრულე. დანარჩენი ეს არ არის თემა, მე მინდა, მას უნდა და ა.შ. ეს გუნდმა უნდა გადაწყვიტოს და გუნდის გადაწყვეტილება ჩვენ მხარს დავუჭერთ. ყველაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. იესო ქრისტე 33 წლის იყო და შეიძლება მასაც გასჭირვებოდა ყველაფრის მოსწრება. რა თქმა უნდა, ვერ მოვასწარი ბევრი რამე მოვასწარი მთავარია, რომ ყველა პროექტი რაზეც ვსაუბრობდი დაწყებულია. ზოგი ვერ დამთავრდა,”- განაცხადა შოთა მურღულიამ.

შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნებიდან” ქუთაისის მერობის კანდიდატად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთის ყოფილი ვიცე გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია იქნება წარდგენილი. საქართველოს პრემიერმინისტრი იმერეთის მასშტაბით მერობის კანდიდატებს, 25 აგვისტოს საღამოს 20:00 საათზე ქუთაისში წარადგენს.

წყარო: აიპრესი