გორში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესახებ გამართულ დისკუსიაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები არ მივიდნენ

830

გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრისა“ და ინტერენეტგამოცემა „TSpress.ge“-ს წარმომადგენლებმა ჩაატარეს დისკუსიას თემაზე: „თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“.

რას მოუტანს ქალაქ გორს თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევა; რა გამოწვევების წინაშე დადგნენ თვითმმართველი ქალაქები ადგილობრივი არჩევნების წინ და რა გავლენას იქონიებს „თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე – ეს ის საკითხებია, რომელიც ექსპერტებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრთა ნაწილმა განიხილეს.

ირაკლი მელაშვილი (ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში): ,,ამ შეხვედრების მიზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი პოზიცია დავაზუსტოდ, რატომ არ იყო გასაუქმებელი თვითმმართველი ქალაქები, მოვისმინოთ ადგილობრივი აქტივისტების, საკრებულოს წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები და ვიფიქროთ სამომავლოდ იმაზე,  როგორ უნდა გაგრძელდეს თვითმმართველობის რეფორმა. პირველი შეხვედრა იყო ზუგდიდში და იქ ძალიან დიდი აქტივობა იყო. გორშიც საკმაოდ საინტერესო შეხვედრა ჩატარდა, თუმცაღა ზუგდიდისგან განსხვავებით გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ შეხვედრაზე მოსულიყვენენ.”

ელისო ჯანაშია – პროექტის ხელმძღვანელი: ,,ჩვენ ველოდებოდით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სწორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა გაუქმებას. სამწუხაროდ, ეს ადამიანები არ მოვიდნენ დღევანდელ შევედრაზე. დარბაზში ითქვა, რომ უარგუმენტობის გამო ვერ შეძლეს მოსვლა. ეს ვერსია არის ალბათ სიმართლესთან ახლოს.”

თეა თედლიაშვილი – შეხვედრის მონაწილე ,,ჩემის აზრით, თუკი მოხდება გაერთიანება მუნიციპალიტეტებისა, ეს შეცვლის მომსახურების მიწოდებას მოქალაქეებთან, ვინაიდან იქნება ერთი გაერთიანებული ბიუჯეტი, რომლითაც უნდა მოემსახურნონ როგორც ქალაქ გორის, ასევე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. თვითმმართველობის იდეა არის ის, რომ ადგილზე ხდებოდეს კონკრეტული პრობლემების მოგვარება. შესაძლებელა, ქალაქის პრობლემა არ იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც არის სოფლის პრობლემა, ანუ სპეციფიური პრობლემები გააჩნია ქალაქს და სოფელს.”

ირაკლი მელაშვილი: ,,სახელმწიფო ორგანოებისგან მე აღარაფერს ველოდები, რომ რამეს გააკეთებენ. ერთადერთი რჩება საკონსტიტუციო სასამართლო. რაც შეეხება მოქალაქეებს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საბრძოლი გვექნება, რომ ქალაქებს თვითმმართველობა დაბრუნდეს მომავალი არჩვენებისათვის და ეს არის ჩვენი ამოცანა. ყველაზე სუსტი ადგილი რეფორმის ის იყო, რომ ჩვენ, ნაკლები დროის გამო, ვერ ავუხსენით მოქალაქეებს კარგად, რატომ იყო საჭირო თვითმმართველობა. მოქალაქეებმა ვერ გაითავისეს ეს ყველაფერი. ხელისუფლების აი ამ ნაბიჯებმა მე მგონი აქტუალიზება მოახდინა მოქალაქეებში.”

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი