მუნიციპალიტეტის მერები საკუთარ მოადგილეებს მხოლოდ საკრებულოს თანხმობით დანიშნავენ

1181

მუნიციპალიტეტის მერებს პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობაზე დასანიშნად საკრებულოს თანხმობა დასჭიდებათ. მათ ასევე საკრებულოს თანხმობა დასჭირდებათ მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა დასანიშნად.

შესაბამისი ცვლილებები “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ხორციელდება, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის და კომიტეტის წევრის, პაატა მხეიძის მიერ არის ინიცირებული.

პროექტის თანახმად, მერის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობებზე დანიშვნაზე თანხმობას საკრებულო გამოხატავს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით.

დღევანდელი მდგომარეობით, მერი/გამგებელი მოადგილეებს, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს საკუთარი გადაწყვეტილებით ნიშნავს და ათავისუფლებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი