NDI-ის კვლევა: 22% – “ქართულ ოცნებას”, 7% – “ნაცმოძრაობას”, 3% – “ევროპულ საქართველოს”

739

NDI-ს კვლევის თანახმად, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 22% ”ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 7% ”ნაციონალურ მოძრაობას”, 3% ”ევროპულ საქართველოს”.

ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა, 40% აცხადებს, რომ არ იცის რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი