მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა რეგიონებსა და ქალაქებს შორისაც იზღუდება

838

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იზღუდება როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებს შორის. ამის შესახებ droa.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

პრესსამსახურის ცნობით, დღეს პრემიერმინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს აღსრულებული აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია.

„სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის შეზღუდვა ეხება საქალაქთაშორისო და რეგიონულ ტრანსპორტსაც. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულები შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმოქმედებენ“, – აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.