ქუთაისის „ტორპედო“ მზადაა კლუბის ბაზა საკარანტინო ზონად მოაწყოს

634

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ შენობაში საკარანტინო სივრცის მოწყობის მზაობას გამოთქვამს.

“ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვგრძნობთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვითვასლიწინებთ რეკომენდაციებს. რისკების თავიდან არიდების მიზნით როგორც მთავარი, ისე ასაკობრივი გუნდები გარკვეული დროით წყვეტენ ვარჯიშს. ამასთანავე, მზად ვართ კლუბის საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოვაწყოთ”,  აცხადებენ “ტორპედოში”.