გლდანში ზაქარია მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

70

წინა სტატია

გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში, ზაქარია მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა.

გლდანის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები განხორციელდა და დაახლოებით, 4 422 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკები.

სამუშაოებისთვის,რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,იბერი“ ასრულებს, 281 591 ლარია გათვალისწინებული.

გარდა ამისა, გამგეობის ცნობით, მიმდინარე წელს გამგეობის მიერ სხვადასხვა ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს,მათ შორის უკვე დასრულდა ანდრონიკაშვილის II შესახვევის, ლიბანის ქუჩიდან 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე მისასვლელი გზის, ღვალაძის ქუჩის მონაკვეთის, სოფელ გლდანში 26 მაისის IX ჩიხის ასფალტის საფარის მოწყობა. მუხიანის I მიკრორაიონის N13 და ლიბანის N29-31, ა მიკროს N48-50 კორპუსების მიმდებარედ კი ეზოს მოწესრიგება დასრულდა. გარდა ამისა, ამ ეტაპზე კორპუსების შიდა ეზოს მოწესრიგება 5 მისამართზე მიმდინარეობს. უმოკლეს დროში კი, დასრულდება ხერგიანის და ჭელიძის ქუჩებზე გზის საფარის მოწყობაც.

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ პატარა ტბის დასახლებაში, ზაქარია მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა….

Posted by გლდანის რაიონის გამგეობა on პარასკევი, 13 მარტი, 2020