2019 წელს გურჯაანში 8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა

111

გასულ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 8 მილიონ 603 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ინვესტიციის ფარგლებში გაიხსნა 58 ახალი და გაფართოვდა 10 ბიზნეს-ობიექტის საქმიანობა.

“ბოლო წლებში ინვესტიციების ზრდა სასტუმროების, სარესტორნე და მცირე ზომის კვების ობიექტების მიმართულებით აღინიშნება. გარდა ამისა, გასულ წელს გურჯაანში 27-ით გაიზარდა დიდი, საშუალო და მცირე სავაჭრო ობიექტების რაოდენობა”, – განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.