სოფელ თაგოს ბაგირგზის შეცვლისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 124 724 ლარი დაიხარჯება

75

თაგოს ბაგირგზის  შეცვლისა და სამუშაოებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 124 724 ლარი დაიხარჯება.  საკითხი ხულოს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის საკითხს მხარი დაუჭირა “ნაციონალურმა მოძრაობამაც”. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

ირაკლი ჯორბენაძეს მიაჩნია, რომ  პროცედურები გაიწელა. მმართველ გუნდში კი  განმარტეს, რომ საქმე საკმაოდ რთულ სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც სამართლებრივად ბევრ პროცედურას მოითხოვს, ამიტომაც სატენდერო პროცედურები გაიწელა.

ამის გარდა, საკრებულოს წევრებმა 2020 წლის ბიუჯეტში პირველ შესატან ცვლილებებს და განყოფილებების სახელწოდებების შეცვლას მხარი დაუჭირეს.