ბათუმში პარკირების გადასახადი გაიზარდა

1438

შემდეგი სტატია

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პარკირების გადასახადი გაიზარდა. ქალაქში მანქანის გაჩერება, წლიურად 40-ის ნაცვლად, 60 ლარი ეღირება. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

პარკირების დღიური გადასახადი კი 1-დან 10 ლარამდე იზრდება, ერთკვირიანი პარკირების შეძენა კი 20 ლარია.

“ერთდღიან და ერთკვირიან პარკირებას ძირითადად ტურისტები იყენებენ, კვლევები ამას აჩვენებდა, ამიტომ გაიზარდა დიდწილად ეს ნაწილი. წლიური მომსახურება მინიმალურად გაიზარდა” – განაცხადა შპს “ავტო ტრანსპორტის” წარმომადგენელმა, .

ავტოტრანსპორტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარკირების ადგილები გაიზარდა ქალაქში, შესაბამისად გაზრდილია მისი მოვლა პატრონობის ხარჯებიც. თვლიან, რომ ადგილობრივებისთვის მინიმალურად გაზრდილი ტარიფები, ავტომანქანების მფლობელებს ძალიან არ დააზარალებთ.

“ბათუმში ორგანიზაციის მიერ დამატებით მოეწყო 2000 პარკირების სადგომი, იგეგმება 1500 დამატება. მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ქალაქის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე, ახალ პარკირების სადგომების გაკეთება იგეგემება, რომლებიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიით, იქნება საათობრივი ტარიფიც დადგენილი,” – აცხადებს ბათუმის ავტოტრანსპორტის იურისტი მარად სანიკიძე.