27 პოლიტიკოსს შორის სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ყველაზე უარყოფითი შეფასება აქვთ

614

წინა სტატია

27 პოლიტიკოს შორის ყველაზე უარყოფითი რეიტინგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აქვთ. ასე გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 49% ფიქრობს. ამის შესახებ ​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში წერია.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 (გამოპასუხება 35) პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC — საქართველო