ქუთაისის ბიუჯეტი 7 მლნ ლარითაა გაზრდილი – საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

529

ქუთაისის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი აპლოდისმენტების ფონზე დაამტკიცა.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებას უმრავლესობის დეპუტატებმა შენიშვნების გარეშე, ერთხმად დაუჭირეს მხარი. სხდომას არ ესწრება ოპოზიცია. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის თქმით, 2019 წელთან შედარებით ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით არის გაზრდილი, წლის ბოლომდე კი  75 მილიონს მიაღწევს.

მერიაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულება იქნება.

2020 წლის ქუთაისის ბიუჯეტის მოცულობა 61 მილიონი ლარია.