არასამთავრობო სექტორი NDI-ს დელეგაციას საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას

588

არასამთავრობო სექტორი “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” წარმომადგენლებს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ამის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა, ლევან ნატროშვილმა განაცხადა.

“ვინაიდან ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა და პარტიები კანდიდატების დასახელების პროცესში არიან, ამ საკითხზე ინფორმაციას ვერ მივაწვდით, ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე – როგორ წარიმართა პროცესი და ა.შ. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არ მოხდა ცვლილებების შეტანა “საარჩევნო კოდექსში” ისე, როგორც ყველას უნდოდა”, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

შეხვედრას საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები NDI-ს დელეგაციის წევრებს სასტუმრო „რედისონში“ ხვდებიან.

წყარო: ინტერპრესნიუსი