თბილისის მერია ქალზე ძალადობის მსოფლიო კამპანიას უერთდება 

574

თბილისის მერია ქალზე ძალადობის 16-დღიან ყოველწლიურ მსოფლიო კამპანიას უერთდება.

“დედაქალაქის მერია კვლავ უერთდება ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან ყოველწლიურ მსოფლიო კამპანიას. ამჯერად აქცია თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებში და გაჩერებებზე გაიმართება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხმა აღიმაღლონ ძალადობის წინააღმდეგ, დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები. 

აქცია თავისუფლების მოედანზე, ავტობუსების გაჩერებიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირზე მდებარე გაჩერებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგრძელდება”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ცნობით, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე 6 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას.