ქუთაისში 49 ათას ლარად დროშის დგარს საკრებულოს დეპუტატის ოჯახის კომპანია დადგამს

233

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის #17 სპორტული სკოლის მიმდებარედ სახელმწიფო დროშის მოწყობის მიზნით მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში NAT190022000 შპს “გი-ან 2011”-მა გაიმარჯვა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. წინადადებების მიღება უკვე დასრულდა, თუმცა ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

სამუშაოებს ქუთაისის საკრებულოს წევრის ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანია 48 969 ლარად შეასრულებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 959 ლარს შეადგენდა.

დროშის დგარის მოწყობის მიზნით ელექტრონული ტენდერი მერიამ სამჯერ გამოაცხადა, ბოლოს გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის ღირებულება 36 ათას ლარზე მეტს შეადგენდა, მაშინ ტენდერში მარნეულში რეგისტრირებულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი შერჩევა არ მოხდა.

დროშის დადგმის მიზნით სოლიდური თანხის  ხარჯვის გადაწყვეტილებას საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა.

ცნობისთვის. ამირან კოპალეიშვილი ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრია. მის ოჯახის კომპანიის კუთვნილ ფართშია ქუთაისში “ქართული ოცნების” ოფისი განთავსებული.

ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე სპორტული სკოლის მიმდებარედ ნაჩუქარ დგარზე ეროვნული დროშის აღსამართად ტენდერი მეხუთედ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 959 ლარია.