გლდანში ანდრონიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

481

“GWP-მა“ გლდანში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.

“პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 700 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ამასთან, კომპანია განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს – ჩამკეტ-მარეგულირებელ უდრულებსა და სახანძრო ჰიდრანტებს დაამონტაჟებს”, – ნათქვამია “GWP-ს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული პროექტი 27 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.