გორის მერია საახალწლოდ 1 800 ბავშვს ტკბილეულს დაურიგებს

871

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ ტკბილეულის 1 800 სასაჩუქრე პაკეტის შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის, გელა კაპანაძის განმარტებით, ტკბილეული ბავშვებს საახალწლო ღონისძიებების შემდეგ გადაეცემათ.

“ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტები საახალწლო ღონისძიებების შემდეგ გადაეცემათ, რომელიც გორის კულტურის ცენტრში 3,4 და 5 იანვარს გაიმართება. მოსაწვევებს მერია დაარიგებს, მოსაწვევები პირველ რიგში დაურიგდებათ სოციალურად დაუცველ, დევნილ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს”, – განმარტავს გელა კაპანაძე.

ჯამში, სააგენტოს 1 800 სასაჩუქრე პაკეტის შესასყიდად 13 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სასაჩუქრე პაკეტში შოკოლადის ბისკვიტი, შოკოლადის შიგთავსიანი ვაფლი, ხილის საღეჭი რეზინი ან ჟელე, ჩიტის რძე ორცხობილაზე და 200-250 გრამი შოკოლადი იდება.