ცხინვალის მიმართულებით წელს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, 72 ადმიანი დააკავეს

32

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე ცენტრალური ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავების 72 შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აკავებენ და მათ  ე.წ. ჯარიმების გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

“ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, პირთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე გრძელდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც უკანონოდ დაკავებულები გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში რჩებიან. ცხინვალისგან განსხვავებით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, უკანონოდ დაკავების პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია,- აცხადებენ სუს-ში.

შარშანდელი მონაცემებით კი აღნიშნული ბრალდებით, ცხინვალის რეგიონში 2018 წელს სულ 100 ადამიანი იყო დაკავებული.