მცხეთის მერია: წილკანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა

636

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 836 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

მცხეთის მერიის ცნობით, წილკნის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ  36 000 ლარი გამოიყო. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:
წილკანი – საბავშვო ბაღის შემოღობვა;
ერედა – სასმელი წყლისსისტემის მოწესრიგება;
ერედა – შიდა საუბნო გზების მოწესრიგება/მოხრეშვა;
ერედა – შიდა საუბნო გზაზე გარე განათების დამონტაჟება;

ამ ეტაპზე წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულებულია.