გორში 2020 წელს რეგფონდის თანხებით შემდეგი პროექტები განხორციელდება

62

დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე მოაწერს ხელს იმ განკარგულებას, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობას პროექტების ნუსხა წარედგინება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. 

ამ განკარგულების მიხედვით, საკრებულო ავალებს მერიას, რომ თანადაფინანსების კუთხით, გამოძებნოს შესაბამისი თანხები. პროექტები 2020 წელს რეგფონდიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება, სადაც გარკვეულ წილს, დაახლოებით 10 %-ს გორის მერია გაიღებს.

2020 წელს გათვალისწინებული შემდეგი პროექტებია:

გორში, ბარნოვის ქუჩის (გურამიშვილის ქუჩიდან რომელაშვილების ქუჩამდე) რებილიტაცია; სოფელ ხიდისთავში ე.წ. ჩინეთის უბანში სასაფლაოს და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ნადარბაზევში გზების რეაბილიტაცია; გორში, კარალეთის დევნილთა დასახლებიდან გამავალი საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა -II ეტაპი;
ავტობუსების სადგომისა და დამხმარე ნაგებობების მოწყობა – II ეტაპი; სოფელ ქვახვრელში გზის რეაბილიტაცია; ცხინვალის გზ-ის ცენტრალური გზიდან შსს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს შენობამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; სოფელ ვარიანში გზის რეაბილიტაცია; სოფელ ქერეში შიდა გზების რეაბილიტაცია; სოფელ შინდისში,ე.წ. “ნახალოვკის უბნის ” გზის რეაბილიტაცია; სოფელ თედოწმინდაში, ცენტრალური გზიდან სოფელში და სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; სოფელ არაშენდაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია; სოფელ ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია; სოფელ ნაწრეტში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; გორში ელექტროფიკაციის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა;
გორში, თამარ მეფის ქუჩის (სტალინის გამზირიდან რაზმაძის ქუჩის კვეთამდე) რეაბილიტაცია; გორში, გვერდწითელის ქუჩის რეაბილიტაცია (ცხინვალის გზ-დან ყიფიანის ქუჩამდე); გორში, შარტავას ქუჩისა რეაბილიტაცია სანიაღვრე არხებით; სოფელ ხიდისთავის წყალმომარგების სისტემის რეაბილიტაციის III ეტაპი; სოფელ კირბალი-ბერშუეთის გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ფლავი-ფლავისმანი-ქვეშის გზის რეაბილიტაცია; გორში, ამილახვრის ქუჩის რეაბილიტაცია; სოფელ წედისი, ბნავისი, ოლოზის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია (სტალინის გამზ. სუხიშვილის ქუჩა); გორში, კომბინატის დასახლებაში არსებული კულტურის სახლის რებილიტაცია; სოფელ კარალეთში გზის რეაბილიტაცია.