გორის მერიამ კიდევ 2 ახალი ვაკანსია გამოაცხადა

2895

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ახალი ვაკანსია გამოაცხადა. ღია კონკურსის წესით, უწყება უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს და მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლის ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს შეარჩევს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

პირველ შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო 900 ლარია, მოთხოვნებს შორის კი, უმაღლესი განათლება და 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებაა.

მეორე შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო 700 ლარია, მოთხოვნებს შორის კი, უმაღლესი განათლება.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით.