გორის საკრებულოს წევრი სოფელ კარბში არ შეუშვეს

594

გორის საკრებულოში ფრაქციის “ძლიერი გორი” წევრი, ბექა ქორჩილავა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში არ შეუშვეს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მისთვის მიზეზი არ განუმარტავთ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“მოსახლეობასთან შესახვედრად მინდოდა შესვლა, როგორც საკრებულოს წევრს. გაურკვეველი მიზეზების გამო არ შემიშვეს, ჩვენს მუნიციპალიტეტის სოფელში. დაახლოებით 2 საათი მაინც ვიდექი და ვერ გამარკვიეს რა იყო ჩემი სოფელში არ შეშვების მიზეზი. ვაპირებ მივმართო შესაბამის უწყებებს და გავარკვიო მიზეზი, რატომ არ შემიშვეს ან როდის მექნება იქ შესვლის საშუალება”,   – ამბობს ბექა ქორჩილავა.