გორის მუნიციპალიტეტში სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია მიმდინარეობს

58

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს, წერს რადიო მოზაიკა.

“სოფელ ზერტში დასუფთავდა სამი სტიქიური ნაგავსაყრელი. თვითნებურად დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მოხდა სოფელ კვარხეთიდან. ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორიები დასუფთავდა ასევე მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებაში, თორტიზაში და ხელთუბანში”, – წერს სააგენტო. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დასუფთავების სამსახური აღნიშნული მიმართულებით სამუშაოებს გააგრძელებს ყველა იმ სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელი.

აღნიშნულ პრობლემაზე რამდენიმე დღის წინ რადიო “მოზაიკა” წერდა და მუნიციპალიტეტის მიერ ნარჩენების მართვის გეგმის შეუსრულებელ მუხლებზე მიუთითებდა.
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 2018-2022 წლის პერიოდს მოიცავს ძირითადად დასახლებულ პუნქტებში ურნების განთავსებას და სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციას გულისხმობს. რადიო “მოზაიკას” მიერ განხორციელებული მონოტორინგის მიხედვით კი, ამ დროპისთვის 104 სოფლიდან 22 ურნების გარეშეა დარჩენილი და შესაბამისად ნაგვის გასატანად ტექნიკაც არ შედის, ხოლო 24 სოფლიდან, სადაც სააგენტოს ცნობით, 2018 წელს ღია ნაგავსაყრელები დაიხურა, დღეის მდგომარეობით რამდენიმე მათგანში სტიქიური ნაგავსაყრელები ისევ არსებობს.