ქუთაისში ჭავჭავაძის პროსპექტზე გარევაჭრობა აიკრძალა

467

ქუთაისში ჭავჭავაძის პროსპექტზე გარევაჭრობა აიკრძალა.

“ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში ჭავჭავაძის პროსპექტზე გარევაჭრობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა მიმდინარეობდა.

ქუთაისის მერის ინიციატივით, წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემის – გარევაჭრობის აკრძალვა გასული წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად ქალაქის სხვადასხვა უბნებსა და ქუჩებში მოწესრიგდა.

ჭავჭავაძის პროსპექტის ყველა მონაკვეთზე გარევაჭრობა აკრძალული იქნება. ამით ეს პროცესი არ დასრულდება”, – ნათქვამია მერიის მიე რგავრცლებულ ინფორმაციაში.