საბურთალოს რაიონის გამგებელმა ცხრა თვის ანგარიში წარადგინა

94

საბურთალოს გამგეობაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ საბჭოს ცხრა თვის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.

“ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 12 ქუჩაზე გზის და 18 მისამართზე ეზოს რეაბილიტაცია განხორციელდა. 21 მისამართზე სკვერი და 2 მისამართზე საბავშვო მოედანი მოეწყო. საბურთალოს რაიონში 11 ავტოფარეხის დემოტაჟი განხორციელდა. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 3 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, 12 სპორტულ მოედანს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აგრეთვე, 7 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო. თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში კი, 131 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა. ასევე, 4 მისამართზე საყრდენი კედელი და 9 მისამართზე კიბე მოეწყო. ამასთან, რაიონში, 11 კულტურული და სპორტული ღონისძიება ჩატარდა”, – ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშს მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ასოციაციის წევრები და მაჟორიტარი დეპუტატები – ავთანდილ ცინცაძე , დავით უთმელიძე და საკრებულოს წევრი ლევან არველაძე ესწრებოდნენ.