დუშეთის გარეუბნების მოსახლეობას მოასფალტის გარეშე დარჩენილი გზები და მოუწესრიგებელი კანალიზაცია აწუხებს

89

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი დუშეთის, კობიანთკარისა და მილახვრიანთკარის მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს, ადგილზე არსებულ პრობლემებს და მაცხოვრებლებთან ერთად განიხილეს 2020 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები.

აქტიურ რეჟიმში გრძელდება ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია ქალაქ დუშეთში. პროექტის ფარგლებში, რესტავრაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 შენობას.

რეაბილიტირდა და კეთილმოეწყო ქალაქის ცენტრალური სკვერი. ეტაპობრივად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტებაც. აშენდა კობიანთკარის დასახლებასთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. დაგეგმილია დუშეთის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და №2 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა.

რაც შეეხება პრობლემებს, გარეუბნების მოსახლეობას ძირითადად მოასფალტების გარეშე დარჩენილი გზები და კანალიზაციის ქსელის მოუწესრიგებლობა აწუხებს.