ქუთაისის მერიამ ჯიპების შესაძენად თანხა მეორედ გაზარდა

1133

წინა სტატია

ქუთაისის მერიამ ჯიპების შესაძენად თანხა გაზარდა. მას შემდეგ, რაც მერიის გამოცხადებული ორი ტენდერი ჩავარდა, მერიამ  69 000 ლარი კვლავ გაზარდა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

ამჯერად, მუნიციპალიტეტი ორი ჯიპის შესაძენად 74 000 ლარს გადაიხდის.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს მეორადი, 2 (ორი) ერთეული მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილის შესყიდვა.

ქუთაისის მერიის მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ორჯერ არ შედგა. თავდაპირველად მერიამ 62 ათასი ლარი გამოყო.

ავტომობილების შეძენას ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ.