გორში ახალი საპარკინგე ადგილები მოეწყობა

79

ქალაქ გორის მასშტაბით 102 ახალი საპარკინგე ადგილი მოეწყობა, – ამის შესახებ გორის საკრებულოს კომისიის სხდომაზე ისაუბრეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბაჩანა გვიანაშვილმა განმარტა, სერვისის ამოქმედების შემდეგ სააგენტოს ხელმძღვანელები მოსახლეობაში ინფორმაციას საინფორმაციო ბუკლეტების საშუალებით გაავრცელებენ და ყველა იმ კითხვას გასცემენ პასუხს, რომელიც მოქალაქეს გაუჩნდება.

“ქალაქის მასშტაბით 102 ადგილზე მოეწყობა საპარკინგე ადგილები. ამ დღეებში ჩავრთავთ ჩვენ პირველ ბანკს, ჩვენს ქსელში. გავუშვებთ ჩვენს თანამშრომლებს ქალაქში, რომლებიც მოსახლეობას დაურიგებენ საინფორმაციო ბუკლეტებს და გასცემენ პასუხს ყველა კითხვას. ოქტომრის განმავლობაში, მხოლოდ გაფრთხილებით შემოვიფარგლებით, ჯარიმას არ დავწერთ, სანამ არ ჩაირთვება ყველა სერვისი, რომ სრულფასოვნად იფუნქციონიროს. არასწორი პარკირების შემთხვევაში ჯარიმა 10 ლარია. არის ერთდღიანი, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი აბონიმენტები. თუ სხვა ქალაქის ან სხვა მუნიციპალიტეტის მანქანა შემოდის ქალაქში და უნდა ერთი დღით გაჩერდეს საპარკინგე ადგილას, მაშინ გადაიხდის ერთ ლარს და ერთი დღით ისარგებლებს ქალაქის ნებისმიერ ადგილზე“, – განაცხადა ბაჩანა გვიანიშვილმა