თბილისში კიდევ ერთი ისტორიული სადარბაზოს რეაბილიტაცია დასრულდა

70

მთაწმინდაზე, აბაკელიას ქუჩა №13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადარბაზოს რეაბილიტაცია დასრულდა.

მთაწმინდის გამგეობის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად აღდგა წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში არსებული სადარბაზოს ისტორიული კიბე და მოაჯირი, გარდა ამისა, დაიგო გრანიტის ფილები, შეიღება კედლები და ჭერი. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესასვლელ კარს.

პროექტი “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით” განხორციელდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 24 419 ათასი ლარი დაიხარჯა.