Street art-ის საერთაშორისო ვარსკვლავებმა თბილისში 10 კედელი მოხატეს

872

თბილისისა და ბერლინის მერიების ინიციატივით თბილისში პირველად 17-25 სექტემბერს საერთაშორისო ფესტივალი “TBILISI MURAL FEST” ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც street art-ის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ ქალაქის 10 კედელი მოიხატა.

წლევანდელი ფესტივალი ფოკუსირებული ბერლინელ მხატვრებზე იყო, თუმცა, მათთან ერთად ქალაქი ევროპელმა, მათ შორის, ქართველმა მხატვრებმაც მოხატეს. ჯამში პროექტში 15 არტისტი მონაწილეობდა.