ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება

512
ზუგდიდის მერი, ვიცემერი და მეორე მოადგილე

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპი მალე დაიწყება.

აღნიშნული ინფორმაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ დემოკრატიული ჩართულობის ქსელის ზუგდიდის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა, სადაც არასამთავრობო სექტორის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში 6 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია უკვე გამოავლინა.

სამშენებლო სამუშაოები მოიცავს სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს, ტერიტორიის კეთილმოწყობას.

სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია