მცხეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა ბუნებრივი გაზით ისარგებლებს

173

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფლის –ფრეზეთისუფურეთისა და ახალდაბას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 8695 გრძივი მეტრის გაზსადენი აშენდა, რომლიც აღნიშნული სოფლების 126 ოჯახს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ბუნებრივი გაზით. სამუშაოები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაზიფიცირების ღირებულებამ 229 895 ლარი შეადგინა.

პროექტი, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ახორციელებს.