13 დღის შემდეგ ხიდისთავი-უფლისციხის გზაზე დაზიანებული მილის შეკეთება დაიწყეს

958

დღეს გორი-ხიდისთავი-უფლისციხის გზაზე გზის სავალი ნაწილიდან წყლის დინება შეწყდა. ამის მიზეზი სარემონტო სამუშაოების დაწყებაა, რომელსაც წყლის კომპანია საგზაო სამშენებლო კომპანიასთან ერთად ახორციელებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ასფალტის საფარიდან წყალმა 13 დღე იდინა. ამის გამო, მიწამ დაიწია და ჩანგრევის საშიშროება შეიქმნა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ქვიშა-ხრეშის კარიერზე მომუშავე სატვირთო მანქანები ხშირად დადიან. ასევე, უფლისციხის ტურისტულ გზას წარმოადგენს.

მშენებლებს საგზაო მოძრაობის რეგულირების კუთხით გორის შს სამმართველოს თანამშრომლებიც ეხმარებიან.