ქუთაისის მერის მეუღლე, შესაძლოა, საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნოს

1599

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მეუღლე სკოლის დირექტორად ინიშნება. თამთა ფოფხაძე ახლადრეაბილიტირებული მე-13 სკოლის დირექტორად განიხილება. გამოცემა “ნიუპრესის” ინფორმაციით, თამთა ფოფხაძე უკვე იმყოფებოდა სკოლაში და თანამშრომლებს შეხვდა.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თამთა ფოფხაძემ ამ დრომდე მათ თანამშრომლად რჩება.

წინა წლებში თამთა ფოფხაძე ა(ა)იპ “ბაგა ბაღების გაერთიანებაში” მუშაობდა, მას შემდეგ რაც გიორგი ჭიღვარია მერობის კანდიდატი გახდა, ფოფხაძე სამხარეო ადმინისტრაციაში გადაიყვანეს. და ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე დასაქმდა.