გორის მერია ქვიშის კარიერის მანქანების მიერ დაზიანებულ გზას მოაწესრიგებს

76

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ქვიშის კარიერამდე მისასვლელ გზას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, ნათია მდინარიძის განმარტებით, ადგილობრივი ბიუჯეტით, შიდა საუბნო გზა გაკეთდება, რომელიც კარიერამდე მიდის.

კომპნია ,,გარანტი 2012″ ლიცენზია თითქმის ერთი წელი აქვს აღებული. ამ კომპანიის მანქანებმა დააზიანეს როგორც შიდა გზა, ასევე, სოფლის მთავარი, მოასფალტებული ნაწილი.

ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, არ შეიძლება მოასფალტებულ გზაზე დადიოდეს იმ სიტვირთის ავტომანქანები, რომლებიც საგზაო ინფრასტრუქტურას აზიანებს.

ტენდერში დაახლოებით 20 ათასი გამოიყო.

“ეს არის შიდა გზა, 175 მეტრიანი მონაკვეთი, რომლის შესახებაც ტენდერი გამოცხადდა, გაიმარჯვა კომპანია „ პრაიმ ენერჯიმ“, თუმცა კომპანიამ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ დაიწო სამუშაოები და შესაბამისად, მერიამ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში გაშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმართა. კომპანია „პრაიმ ენერჯიმ“ უფლისციხის გზის რეაბილიტაციის გარდა, კიდევ ორი პროექტი (სტალინის 7 და ნადირაძის 9, 11, 13, 15 შორის არსებული ეზოს მოასფალტება) არ დაიწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. უფლისციხის შიდა საუბნო გზის მოწყობაზე გორის მერია ახალ ტენდერს გამოაცხადებს,” – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.