აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება

83

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. დეპუტატებმა აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საბჭოს პლენარულ სხდომა მსჯელობა უკვე დაიწყეს. ინფორმაციას იმედინიუსია ავრცელებს.

შეიქმნება 11 კაციანი კომისია, რომელიც  მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებს, მოგვიანებით კი საყოველთაო-სახალხო განხილვებს დაიწყებს.

2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით და ერთჯერადად ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ინიციატივა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და მას მხარს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია უჭერს. უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 5 აგვისტოს წარადგინა.