გორის სოფელ ქერეს სკოლიდან მოსწავლეები მეზობელი სოფლის სკოლაში გადაიყვანეს

1146

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში საწავლო პროცესი არ განახლებულა, რის გამოც მოსწავლეები სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში გადაიყვანეს. ეს გადაწყვეტილება გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ ქერეს საჯარო სკოლა დემონტაჟს ექვემდებარება და მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის საშიშია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი სამუშაოების დასრულების ზუსტ ვადებს ვერ ასახელებს.

“როდის დასრულდება ქერეს სკოლის მშენებლობა, ამის შესახებ ზუსტი ვადები ჯერ არ არის ჩვენთვის ცნობილი. არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ ქერეს სკოლის ბავშვებს სასწავლო პროცესში ხელი შეეშალოთ. მათ სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურებათ”, – აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ქერეს სკოლაში 60 ბავშვი ირიცხება. სხვა სკოლაში გადაყვანის ფაქტი დღეს სწორედ მათი ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს.