ხობის სოფელ საბუკიოში 1,2 კილომეტრიანი გზა იგება და სანიაღვრე არხები წესრიგდება

767

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარეობს.

ხობის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ საბუკიოში, 1.2 კილომეტრზე ბეტონის გზის საფარი იგება, წესრიგდება სანიაღვრე არხები და რკინა ბეტონის მილები მოეწყობა.

პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოს შპს „ბილდინგ გრუპ 17“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 587 130 ლარს შეადგენს.