გორის სოფელ უფლისციხეში რეაბილიტირებული გზა 2 თვეში დაზიანდა

1431

გორი-უფლისციხის გზაზე, სადაც ასფალტის საფარი დაზიანებულია, წითელი ალმები გამოფინეს. გზის რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში განხორციელდა, თუმცა, გზის საფარმა დეფორმაცია უკვე მიიღო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

სამუშაოები 2019 წლის 12 მაისს დაიწყო. როგორც qartli.ge წერდა, მას საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 ახორციელებდა.

დაახლოებით 300 000 ლარი გორის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო.

უფლისციხის გზა ერთ-ერთი პირველია, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტში განახლდა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ დაახლოებით 10 კმ-იანი მონაკვეთს 2004 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩაუტარდა რეაბლიტაცია.