გორის სოფელ ბროწლეთში რიტუალების სახლს რეაბილიტაცია უტარდება

391

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში რიტუალების სახლს რეაბილიტაცია უტარდება.

სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტისათვის სამუშაოებს შპს „ხაჩა“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება ჯამში 15 197 ლარია.

რიტუალების სახლში შეიცვალა სახურავის დაზიანებული ნაწილი, მოეწყო სახურავის საბურველი, დაიგო მეტლახის იატაკი და შეიკიდა პლასტიკატის ჭერი.