გორში 22 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

39

გორის მუნიციპალიტეტის 22 საჯარო სკოლაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარეობს.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები უკვე დასრულდა 7 საჯარო სკოლაში – ზემო ხვითში (სველი წერტილების რეაბილიტაცია), ატენში (კარფანჯრების შეცვლა), ახრისში (სველი წერტილების რეაბილიტაცია), შავშვებში (სველი წერტილების რეაბილიტაცია), გორის №1 (მინი სპორტული მოედნის მოწყობა), №10 (სველი წერტილების რეაბილიტაცია) და №12 (სველი წერტილების რეაბილიტაცია) საჯარო სკოლებში.

მიმდინარეობს შენობის ნაწილის რეაბილიტაცია ფლავსა და გორის №1 სკოლებში, სველი წერტილების რეაბილიტაცია კირბალისა და გორის №11 საჯარო სკოლებში, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია კირბალში, სახურავის რეაბილიტაცია გორის №4 საჯარო სკოლაში, სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია რეხასა და გორის №6 საჯარო სკოლებში, ეზო შემოღოვის სამუშაოები ატენში, ოთარშენში, ბეთლემსა და გორის №5 საჯარო სკოლებში, გათბობის სისტემა მოწყობა სკრასა და ძევერაში, კარ-ფანჯრების შეცვლა ზეღდულეთში, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა სკრასა და ძევერაში და ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები სვენეთში.

სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 516 739 ლარს შეადგენს.