გორში, შიო მღვიმელის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

670

გორში, შიო მღვიმელის 150 მეტრიანი ქუჩა, რომლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 237 093 ლარი გამოიყო, მეჯუდის სანაპიროს მიუყვება.

მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის მიხედვით მოეწყო ასფალტის საფარი, ტროტუარები, ბორდიურები, გარე განათების ბოძები, ეზოებში შესასვლელები და ქუჩის მიერთებები. რეაბილიტირდა ასევე მდინარეზე არსებული ხიდიც. ხიდის ორივე მხარეს მოეწყო კიბე და პანდუსი.

სარებილიტაციო სამუშაოები შპს „იბოლიამ“ აწარმოა.

აღნიშნულ ქუჩაზე მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.