თბილისში, ოქროყანაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო N90 ავტობუსის მარშრუტი იცვლება

707

თბილისში, ოქროყანაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო N90 ავტობუსის მარშრუტი იცვლება.

კონკრეტულად კი, ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 8 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე, N90 ავტობუსი თბილისის ქუჩისა და ეკლესიის მიმართულებით იმოძრავებს ოქროყანის ზედა დასახლების მხრიდან, ინოვაციების ქუჩიდან.