9 პროექტი, რომელსაც გორის მერია თანადაფინანსების პროგრამით განახორციელებს

55
გორის მუნიციპალიტეტის მერია, თანადაფინანსების პროგრამით, კიდევ 9 პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ტენდერები აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად უკვე გამოცხადდა.
ნახეთ ჩამონათვალი:
  1. კაჩინსკების 51-ში საკანალიზაციო ქსეის მოსაწყობად 2 022 ლარის დახარჯვა იგეგმება;
  2. ცხინვალის გზატკეცილზე N43-ში სახურავის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის – 4 160 ლარი;
  3. ფალიაშვილის N2-ში სადარბაზოს შესასვლელი კარის შეცვლისა და დაზიანებული სვეტების აღდგენისთვის – 1 716ლარი;
  4. სტალინის ქ. N21-ში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 2 480 ლარი;
  5. ცხინვალის გზატკეცილი N43ა – პროტესტანტულ-ევანგელისტური ეკლესიის ღობის სარტყელისთვის და შესასვლელი ჭიშკრის მოსაწყობად 8 945 ლარი;
  6. თამარ მეფის ქუჩა V კვარტალი, N23-ში სახურავის რეაბილიტაციისთვის 8 765 ლარი;
  7. ძმები რომელაშვილების ქუჩა N186-ში გარე საკანალიზაციო სისტემის მოწყობისთვის 7 950 ლარი;
  8. შინდისის ქუჩა N30 – საკანალიზაციო სისტემა – 9 630 ლარი;
  9. ცხინვალის N41 – სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია – 5 727 ლარი.

ინფორმაციისთვის, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და არარეგისტრირებული კავშირების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულების 90%-ს გორის მერია აფინანსებს. სწორედ აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, განხორციელდება ზემოთ აღნიშნული პროექტები.