შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ ხარჯებსა და თანამშრომელთა ხელფასებზე წელს 358 141 ლარი დაიხარჯა

656

2019 წლის 8 თვეში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სულ 358 141 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

358 141 ლარიდან 18 თანამშრომლის სარგომ 248 923 ლარი შეადგინა. დანარჩენი თანხა კი შემდეგნაირად აგდანაწილდა: საქონელი და მომსახურება (მათ შორის: საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯი; ექსპლუატაციის, მოვლა-შენახვისა და სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯი; კავშირგაბმულობის ხარჯი და სხვა.) 105 473 ლარი; დეკრეტული შვებულება – 993 ლარი; ტრანსპორტის დაზღვევა – 2 752 ლარი.