გორის მერიას სურს, ობოლ და მშობლებთან არმცხოვრებ ბავშვებს 1000-1000 ლარი მისცეს

77

გორში, 6 სექტემბერს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე სოციალური დახმარების გაცემის წესის მუხლში ცვლილების შეტანას გეგმავენ. ცვლილება დედ-მამით ობოლ და იმ ბავშვების დახმარებას ეხება, რომელთა მშობლებსაც მშობლის უფლება-მოვალეობა შეზღუდული აქვთ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

დოკუმენტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 0-დან 18 წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი, რომელიც დედ-მამით ობოლია ან მის მშობლებს მშობლის უფლება-მოვალეობა შეზრუდული აქვთ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 000 ლარს მიიღებს.

დახმარების მისაღებად, აღნიშნული კატეგორიის ბავშვის მეურვემ მერიაში საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

აღნიშნული გადაწეყვეტილება ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ ამ საკითხს, პარასკევის სხდომაზე, საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.