ტყიბულის სოფლებში ბეტონის გზების დაგება დაიწყო

73

ტყიბულის მუნიციპალლიტეტში, სოფლის შიდა გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში 2 მილიონი ლარია გამოყოფილი და 11 მიმართულებით, 6 620 კმ გზის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია შემდეგი მიმართულებით მიმდინარეობს: მუხურა; მანჭიორი; ახალსოფლი; ცუცხვათი-ძუყნური; ხრესილი (ორღელე); მანდიკორი; ბობოთი; სოჩხეთი (მუხნარი); კურსები (უკლებების უბანი); გურნა (ნაჭიშკრევი) და ოჯოლა.

ცუცხვათი-ძუყნურის გზაზე ბეტონის დაგების პროცესს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე მოადგილებთან ერთად დაესწრო და შესრულებული სამუშაოების ხარისხი პირადად შეამოწმა.