სამტრედია–გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე არსებული პრობლემებით პროკურატურა ინტერესდება

174

პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ისევ გააქტიურდა. ინფორმაციას ნიუპრესი “კურიერზე” დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები განაახლა. საუბარია ყოფილ ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრზე ზურაბ ალავიძეზე, რომლებიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა.

ეს არის 710 მილიონიანი პროექტი და თანხა, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა.

გავრცელებული ცნობით, პროკურატურის ინტერესი ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძის, დიმიტრი ქუმსიშვილის და დავით შავლიაშვილის მისამართით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართვლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

მათ ეჭვი აქვთ, რომ ავტობანის მშენებლობის პროექტზე, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გაფლანგეს ან მიითვისეს თანხები. მათ უკვე დასკვნაც მოამზადეს, სადაც საუბარია ეჭვებზე.

გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძის თქმით, ასაქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თუ არსებობს კითხვები, მათ ყველამ პასუხი უნდა გასცეს.

“დამატებით ინფორმაციას სამართალდამცავი უწყებები მოგაწვდიან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით”,- აღნიშნა პრემიერმინისტრმა.