სამტრედიის 4 სკოლაში სველი წერტილებისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია ხდება

202

სამტრედიის N2, N3 და N4 საჯარო სკოლებში წესრიგდება სველი წერტილები, ხოლო N11 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია.

წელს სამტრედიის სკოლების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 860 000 ლარია გათვალისწინებული.

სამტრედიაში თევზაძისა და გრიბოედოვის ქუჩის გზის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის 860 გრძივ მეტრზე დაგებაც მიმდინარეობს.